თეგებით ძიება

იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი დასრულდა. იენს სტოლტენბერგმა ქვეყანა ცოტა ხნის წინ დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ალიანსის გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცილა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტოლტენბერგი შეხვდა პრემიერს და პრეზიდენტს.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია და ალიანსი თავისი პარტნიორების ერთგულია.

იენს სტოლტენბერგმა მოსკოვს თბილისიდან საერთაშორისო ვალდებულებები შეახსენა და თქვა, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა