„ავლაბრის“ რეაბილიტაციის დასრულების თარიღი ისევ გადაიდო - როდის დასრულდება სამუშაოები?
მეტრო „ავლაბრის“ რეაბილიტაციის დასრულების თარიღი ისევ გადაიდო - თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები უკვე განხორციელდა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მოწოდებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, „ავლაბრის“ მეტრო 2024 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევის მიზეზად „გაუთვალისწინებელი გარემოება“ დასახელდა.
„პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო საჭირო გახდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება“ - წერია ხელშეკრულებაში.
შეგახსენებთ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის მეტრო „ავლაბრის“ რეაბილიტაციისთვის 4.2 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის შედეგად გაუფორმა. კომპანიას სამუშაოები 2022 წლის ივნისში უნდა დაესრულებინა. 2022 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას სამუშაოები 2023 წლის ივლისში უნდა დაესრულებინა, მოგვიანებით ვადა 2024 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდა, ხოლო ხელშეკრულებაში შეტანილის ცვლილებების მიხედვით, „ბადა ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები მიმდინარე წლის 24 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“