თეგებით ძიება

ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომელიც შემზარავ ავარიას ემსხვერპლა

წუხელ, დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიას სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგი, მაია საკანელაშვილი ემსხვერპლა. მომხდარ ტრაგედიაზე, ადგილობრივი მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერია მწუხარებას გამოთქვამენ სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგის, მაია საკანელაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ნათესავებს, თანამშრომლებს და მეგობრებს.

მაია საკანელაშვილი იყო ღირსეული მოქალაქე, პედაგოგი და ყველასთვის საყვარელი პიროვნება. მისი გარდაცვალება უდავოდ დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივისთვის და ახლობლებისთვის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტისთვის,“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა