21 წელი ერაყში შეჭრიდან
2003 წლის 19 მარტს, აშშ მოკავშირეებთან ერთად ერაყში შეიჭრა და იქ სამხედრო კამპანია წამოიწყო. ძირითადი საბრძოლო მოქმედებები 26 დღე გაგრძელდა და კოალიციის გამარჯვებით დასრულდა. დედაქალაქი ბაღდადი 9 აპრილს ბაღდადის ექვსდღიანი ბრძოლის შემდეგ აიღეს კოალიციურმა ძალებმა . ომის ეს ადრეული ეტაპი ოფიციალურად დასრულდა 1 მაისს, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა "ძირითადი საბრძოლო ოპერაციების დასრულება". საბრძოლო მოქმედებებში სულ მონაწილეობდა 160,000 ამერიკელი, ბრიტანელი, პოლონელი და ავსტრალიელი ჯარისკაცი.
აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ტონი ბლერის თქმით , კოალიცია მიზნად ისახავდა „ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის განიარაღებას, ტერორიზმისადმი სადამ ჰუსეინის მხარდაჭერის შეწყვეტას და ერაყელი ხალხის გათავისუფლებას“. მოგვიანებით გაეროს ინსპექტირების ჯგუფმა განაცხადა, რომ ერაყში ვერ მიაკვლიეს მასობრივი განადგურების იარაღს.
პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის რეპუტაცია ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე ძლიერ შეარყია ამ მოვლენებმა. გაიმართა უამრავი მასშტაბური ანტი-საომარი საპროტესტო აქცია. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ჯორჯ ბუშმა გლობალური ომი გამოუცხადა ტერორიზმს და მის მხარდამჭერ ავტორიტარულ რეჟიმებს, მას როგორც ნეოკონსერვატორს სწამდა, რომ დემოკრატია მსოფლიოში უნდა განხორციელებულიყო ავტორიტარებთან სასტიკი ბრძოლით. ბევრი მიანიშნებდა ამერიკელი ჯარისკაცების დანაშაულებზე, საომარი მოქმედებების დროს.
საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალი წევრი, განსაკუთრებით აშშ, ერაყის ლიდერ სადამ ჰუსეინს მოიხსენიებდა, როგორც მებრძოლ ტირანს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა რეგიონის სტაბილურობას. 2002 წლის იანვარში კონგრესში გამოსვლისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ისაუბრა " ბოროტების ღერძზე ", რომელიც შედგება ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ერაყისგან. უფრო მეტიც, ბუშმა გამოაცხადა, რომ შესაძლოა ერაყის მთავრობის დამხობისკენ მიმართული ზომების მიღება, მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხის გამო. ბაღდათის დაცემის შემდეგ სადამზე ძებნა გამოცხადდა, რომელსაც საბოლოოდ 2003 წლის დეკემბერში მიაკვლიეს. 2006 წლის 5 ნოემბერს სადამი დამნაშავედ ცნეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში და მიესაჯა სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით, რომელიც აღსრულდა 5 დეკემბერს.