თეგებით ძიება
19. 03. 2024 ვიდეო

თოქ-შოუში ქალს მოძალადე ქმრის პატიებისკენ მოუწოდეს და მათი შერიგება სცადეს - გადაცემამ მთელი ყაზახეთი შოკში ჩააგდო: "ატირეს და შემდეგ სპექტაკლი დადგეს" (ვიდეო)

ყა­ზა­ხეთ­ში, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დას­თან სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­არხ "ხა­ბა­რის" ეთერ­ში გა­სუ­ლი სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, თოქ-შოუ "ბი­რა­კი“ და­ი­ხუ­რა.

რა მოხ­და 11 მარტს სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში?

11 მარ­ტის სა­ღა­მოს 40 წლის გულ­მი­რა სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­არხ "ხა­ბა­რის" თოქ-შოუ „ბი­რა­ქის“ სტუ­დი­ა­ში მი­იწ­ვი­ეს. ქა­ლის თქმით, 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმრის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. ბოლო შემ­თხვე­ვის დროს კი ცე­მი­სას ხელი მოს­ტე­ხა. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ქალ­მა ექ­ვსი შვი­ლი წა­იყ­ვა­ნა და შიმ­კენ­ტი­დან ას­ტა­ნა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ქალ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობ­და.

ქალი, რო­მე­ლიც სა­ხეს ნიღ­ბის ქვეშ მა­ლავ­და, ტი­რი­ლით უზი­ა­რებ­და თა­ვის მო­გო­ნე­ბებს აუ­დი­ტო­რი­ას. რა დრო­საც თოქ-შოუს წამ­ყვან­მა ასემ იზატ­კიზ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­საძ­ლოა ის ქმარს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო, ან იმი­ტომ ეცე­მა, რომ საჭ­მელს არ ამ­ზა­დებ­და. თუმ­ცა ქალ­მა უპა­სუ­ხა, რომ ქმა­რი მხო­ლოდ იმი­ტომ სცემ­და, რომ მუ­შა­ობ­და.

მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა მსხვერ­პლის ქმა­რი სტუ­დი­ა­ში შე­მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­მაც არ უარ­ყო, რომ ცოლ-შვილს სცემ­და და მი­ზე­ზად მათი „უსუფ­თა­ო­ბა“ და­ა­სა­ხე­ლა. ამის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და სტუ­დი­ა­ში ექ­სპერ­ტე­ბად მიწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა ქალს ქმრის პა­ტი­ე­ბა ურ­ჩი­ეს და მი­ზე­ზად რა­მა­და­ნის წმინ­და თვე და­ა­სა­ხე­ლეს.

უფრო მე­ტიც, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლის­თვის ყო­ფილ­მა ქმარ­მა ყვა­ვი­ლე­ბის ჩუ­ქე­ბაც კი სცა­და, რა დრო­საც გულ­მი­რას ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და­ე­მარ­თა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, თოქ-შოუს წამ­ყვა­ნებს ქა­ლის­თვის პი­რო­ბა ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი, რომ ყო­ფი­ლი ქმა­რი გა­და­ცე­მა­ში არ იქ­ნე­ბო­და.

რა მოხ­და გა­და­ცე­მის გას­ვლის შემ­დეგ?

თოქ-შოუს ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აღაშ­ფო­თა მომ­ხდარ­მა და ქვე­ყა­ნა­ში ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა, ბლო­გე­რებ­მა მო­ი­თხო­ვეს გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ვინც ეს ეპი­ზო­დი მო­ამ­ზა­და.

ტე­ლე­ვი­ზი­ის მთა­ვარ­მა პრო­დი­უ­სერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მზად იყო არხი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ამას­თან მზარ­დი კრი­ტი­კის ფონ­ზე, გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ყა­ზა­ხე­თის კულ­ტუ­რი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ნის­ტრმა აიდა ბა­ლა­ე­ვამ. მისი თქმით, გა­და­ცე­მამ ვერ მი­აღ­წია და­სა­ხულ მიზ­ნებს, შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა სტუ­მა­რი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორაზ­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია. პი­რო­ბა დადო, რომ გა­და­ცე­მა აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ხუ­რე­ბო­და.

14 მარტს, Khabar-ის მთა­ვარ­მა პრო­დი­უ­სერ­მა, გა­მა­ცხა­და, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბას სკან­და­ლის გამო ტო­ვებს.

"გა­და­ცე­მა­ში ჩვენ არ გვქო­ნია ტი­რან მე­უღ­ლეს­თან შე­რი­გე­ბის ამო­ცა­ნა, გვქონ­და მხო­ლოდ ორი­ვე მხა­რის (თოქ-შო­უ­ში) მოწ­ვე­ვის იდეა. მომ­ხდა­რის შემ­დეგ მი­ვე­დი მე­ნე­ჯმენ­ტთან და ვთქვი, რომ ვტო­ვებ­დი არხს, გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე. თუმ­ცა ამას არა­ვინ მა­ი­ძუ­ლებ­და" - თქვა არ­ხის მთა­ვარ­მა პრო­დი­უ­სერ­მა.

"გა­და­ცე­მის გმი­რი ქალი კი ჯერ კი­დევ ვერ მო­დის გონს" - ამ­ბობს კრი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­დაც ქალ­მა თავ­შე­სა­ფა­რი იპო­ვა. მისი თქმით, გულ­მი­რას­თან და მის შვი­ლებ­თან ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

რას ამ­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა

სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის "ხა­ბა­რის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მცდე­ლო­ბამ შე­ე­რი­გე­ბი­ნათ მო­ძა­ლა­დე ქმა­რი მე­უღ­ლეს­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხალ­ხი წერს, რომ საქ­ცი­ე­ლი "პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და მო­რალს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა",

"ადა­მი­ა­ნის ტრავ­მით გა­მოკ­ვე­ბა და შემ­დეგ მსხვერ­პლის მო­ძა­ლა­დის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა და რჩე­ვის მი­ცე­მა... ზედ­მე­ტია. და­უშ­ვე­ბე­ლია ასე­თი რა­მის ჩვე­ნე­ბა, როცა ამ ქა­ლის ტკი­ვილს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწე­ვენ, ატი­რე­ბენ და ამის­გან სპექ­ტაკლს დგა­მენ. რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ ნება დარ­თოთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც არ იცი­ან მე­დია ეთი­კა, ეთერ­ში იყ­ვნენ?” - წერს კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი და ჟურ­ნა­ლის­ტი ასია ბაღ­და­უ­ლეტ­კი­ზი.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა