როგორ მოიქცეთ პირველ პაემანზე ისე, რომ უკანასკნელი არ აღმოჩნდეს
რას ელით პაემნისგან?
უნდა გესმოდეთ, რატომ მიდიხართ პაემანზე - გააცნობიერეთ, სერიოზული ურთიერთობა გსურთ თუ არა. თუ სერიოზული ურთიერთობა გსურთ, გჭირდებათ გაიგოთ ძირითადი ფასეულობების შესახებ, რისი „შემოწმებაც“ შეგიძლიათ პირველ შეხვედრაზე. გააცანით თქვენი თავი, რა ინტერესები გაქვთ, რა მოგწონთ, მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ, რომ მოგწონთ რესტორნები, არ ამზადებთ სახლში საჭმელებს და დააკვირდით მამაკაცის რეაქციას.
ყვავილები არჩევითი ატრიბუტია
არ ინერვიულოთ, თუ ბიჭი პაემანზე ყვავილების გარეშე მოვა. ეს დამოკიდებულია პაემნის ადგილზეც. მაგალითად, თუ პარკში აპირებთ გასეირნებას, ყვავილები ზედმეტი იქნება და უხერხულობას შეგიქმნით.
არ გამოიყენოთ მობილური ტელეფონი პაემნის დროს
ტელეფონის გამუდმებით ხელში დაჭერა, ზარებზე ან შეტყობინებებზე პასუხის გაცემა არის სხვა ადამიანის უპატივისმცემლობა. ეს რეალურად მიუთითებს თქვენი პარტნიორისადმი ყურადღების ნაკლებობაზე. ამიტომ პაემნის დროს უმჯობესია გამორთოთ ტელეფონი და მთლიანად დაუთმოთ იმ ადამიანს, რომელსაც ხვდებით.