თეგებით ძიება

ე.წ. ვეტინგის თემა ჩვენთვის დახურულია - ირაკლი კობახიძე

ე.წ. ვეტინგის თემა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დახურულია,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ე.წ. ვეტინგზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ვეტინგის სისტემა შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.

„ე.წ. ვეტინგის თემა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დახურულია. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არამარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, ზოგადად, კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებთან, სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპთან, სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპთან.

ვენეციის კომისიის მიდგომით თანახმად, ასეთი რამ შესაძლოა განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები. უკრაინის, მოლდოვის საქმე იყო მაგალითად ამის აღიარება, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები, ამას აქვს მყარი საფუძველიც. მართლა ძალიან სუსტია ინსტიტუტები როგორც უკრაინაში, ისე მოლდოვაში.

საქართველოში, იცით, რომ 2012 წლის შემდგე გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით სასამართლოს მიმართულებით.

თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო ქართულ სასამართლოში 2012 წლამდე, ქართული სასამართლო გამოიყენებოდა როგორც რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ეს ვითარება შეიცვალა. ეს აისახა სასამართლო სტატისტიკაზეც, სხვა ბევრს ფაქტორზეც. აქედან გამომდინარე, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში არ არის შემდგარი სახელმწიფო ინსტიტუტები. პირიქით, თუ სადმეა ძლიერი ინსტიტუტები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, ეს არის სწორედ საქართველო, მათ შორის, ეხება ეს საქართველოს“, - აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა