ილია თოფურიამ „ბერი ანდრიას ფონდის“ ბენეფიციარები მოინახულა
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ „ბერი ანდრიას ფონდის“ ბენეფიციარები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დღეს, UFC-ისპირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია „ბერი ანდრიას ფონდის“ ბენეფიციარებს ესტუმრა. მას ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადავეცით“, - წერს კეკელიძე.
ცნობისთვის, UFC-ის ქამრის მოპოვებისთვის მიღებული თანხით „ბერი ანდრიას ფონდის” შვილობილს ოპერაცია დაუფინანსა.
შეგახსენებთ, 27 წლის სპორტსმენი საქართველოში პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით იმყოფება.
შეგახსენებთ, 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე, ილია თოფურია მოედანზე გამოვა და საჩემპიონო ქამარს წარადგენს.