თეგებით ძიება
19. 03. 2024 მსოფლიო

ფაშინიანის ომის შიში მათი დასავლეთთან კონსულტაციის შედეგია - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთის პრეზიდენტის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხეზე არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან. მისი შეფასებით, ეს არის ერევნის კომპეტენცია და დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი.

"სადამდე მიიყვანეს საქმე ევროკავშირის, NATO-სა და ვაშინგტონის ახალმა კურატორებმა? გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ეს განცხადება არანაირად არ არის დაკავშირებული რუსეთთან. ეს არის ერევნის დღევანდელი ხელისუფლების ექსკლუზიური კომპეტენცია და დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი". - თქვა ზახაროვამ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ერევნის პოლიტიკაა, არ დაუშვას ომის დაწყება იმის მისაღებად, რაც კანონიერად ეკუთვნის და ამავდროულად, სომხეთი მზად უნდა იყოს, რომ გასცეს ის, რაც კანონიერად არ ეკუთვნის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა