თეგებით ძიება
19. 03. 2024 მსოფლიო

რა თქმა უნდა, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია - ტანია ფაიონი

რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ყველაფერი დამოკიდებულია წარმოებულ რეფორმებზე და მინდა საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსი მიღება. შეიძლება ეს ბევრისთვის სიმბოლურია, მაგრამ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ევროკავშირის გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია. მე ვეთანხმები ფედერიკა მოგერინის, ეს პროცესი არა გაფართოება, არამედ გაერთიანებაა. სლოვენია ძალიან ძლიერი მხარდამჭერია ორგანიზაციის გაფართოების, პარტნიორების დახმარების, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზაცია უფრო ძლიერი იქნება. მნიშვნელოვანია დეკემბრის გადაწყვეტილება სამივე ქვეყანაზე, რაც გულისხმობდა კანდიდატის სტატუსს საქართველოსთვის, მოლაპარაკებების გახსნისთვის მზაობას მოლდოვა-უკრაინასთან. დიდი იმედი მაქვს საქართველოც რაც შეიძლება მალე იმავე პოზიციაში იქნება“, - აღნიშნა ტანია ფაიონმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა