2044.5 ლარი - როგორ ითვლის საქსტატი საშუალო ხელფასს?
რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება თვეში 2044.5 ლარია. რამდენად რელურია ეს ციფრი? ყველაფერი დამოკიდებულია მეთოდოლოგიაზე.
ზოგადად, 2044.5 ლარი არ წარმოადგენს ხელზე ასაღებ ხელფასს, რაც იმას ნიშნავს რომ ციფრი მოცემულია საშემოსავლო გადასახადის 20%-ისა და საპენსიო შენატანის 2%-ის ჩათვლით. გამოდის, ოფიციალური ხელზე ასაღები ხელფასი 1602.9 ლარია.
თუმცა ზოგადად ასეთი მონაცემისას, უფრო მეტის მთქმელია ხელფასების მათემატიკური მოდა და მედიანა. 2022 წელს მედიანური ხელფასი 832 ლარი იყო. 1 წლის წინანდელ მონაცემთან შედარებით ხელფასი 15%-თ გაიზარდა, თუ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ მედიანური ხელფასი დაახლოებით 1000 ლარის ფარგლებშია, ანუ დასაქმებულთა ნახევარი ამაზე ნაკლებს იღებს თვეში. დასაქმებულთა უმეტესობა თვეში 800-1200 ლარს იღებს თვეში.