„ყველასთვის საყვარელი პიროვნება, გმირი დედა და მისაბაძი ადამიანი, ყველას საშინლად ატკინა გული“ - ტრაგიკულად დაღუპულ მაია საკანელაშვილს ემშვიდობებიან
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მერია წერს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის შესახებ, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა:
"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერია, მწუხარებას გამოთქვამენ სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგის, მაია საკანელაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ნათესავებს, თანამშრომლებს და მეგობრებს.
მაია საკანელაშვილი იყო ღირსეული მოქალაქე, პედაგოგი და ყველასთვის საყვარელი პიროვნება. მისი გარდაცვალება უდაოდ დიდი დანაკლისია არამხოლოდ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივისთვის და ახლობლებისთვის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტისთვის“, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.