„ეს ქეითი არ არის, გვატყუებენ" - რა ინფორმაცია ვრცელდება ქეით მიდლტონის შესახებ?
ქეით მიდლტონთან დაკავშირებული სკანდალი კვლავ გრძელდება. ბრიტანულმა ტაბლოიდმა, The Sun გამოაქვეყნა კადრები, სადაც გამოცემის მტკიცებით, ქეითს მეუღლესთან, პრინც უილიამთან ერთად ვხედავთ. ეს არის ქეითის პირველი საჯარო გამოჩენა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ.
თითქოს პრინცესას გაუჩინარებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ამით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ამჯერად გაჩნდა მორიგი თეორია იმის შესახებ, რომ The Sun-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე ქეითი არ არის.
საინტერესო ისაა, რომ ამის შესახებ უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანებიც წერენ. მათ შორის არის ცნობილი რადიო და ტელეწამყვანი, პროდიუსერი და მწერალი, ენდი კოენი. ბრიტანული გამოცემის მიერ გავრცელებულ კადრებს კოენი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა: "ეს არ არის ქეითი".
კოენის პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ძირითადად კი კომენტარების ავტორები სოციალური ქსელების ისეთი მომხმარებლები არიან, რომლებიც თვლიან, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალი ქეით მიდლტონი არ არის.
"ვწუხვარ, მაგრამ ეს ის არ არის, გვატყუებენ".
"მათ უბრალოდ უნდა გადაეხადათ სტივენ სპილბერგისთვის ამგვარი ყალბი ვიდეოს გადასაღებად".
"ეს ფეიქ ქეითია", - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, 2024 წლის იანვარში სამეფო ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქეით მიდლტონმა მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა. პრინცესა თვეების განმავლობაში საზოგადოებას არ უნახავს, არც მისი ახალი ფოტო გამოუქვეყნებიათ.
მთელი მსოფლიო მოიცვა კითხვამ - სად არის ქეითი? - სამეფო ოჯახი ოფიციალურ კომენტარს ამ თემაზე არ აკეთებს, პარალელურად კი ვრცელდება არაერთი შეთქმულების თეორია, მათ შორის, ზოგიერთი თეორიის თანახმად, ქეითმა უილიამის ღალატის შესახებ შეიტყო, სასახლიდან გაიქცა და ახლა განქორწინებას ითხოვს, სამეფო ოჯახი კი ცდილობს, პრობლემა მოაგვაროს. ზოგი იმასაც წერს, რომ პრინცესა ოთახში ჰყავთ გამოკეტილი, რათა არაფერი თქვას თავის რეალურ მდგომარეობაზე.
ფაქტია, რომ The Sun-ის მიერ გავრცელებული ფოტოები, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დამაჯერებელი არაა და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
წყარო: AMBEBI.GE