"როგორ ამოვიცნოთ აღზევებული პროვინციელი?“ – ლალი მოროშკინა
ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:
„როგორ ამოვიცნოთ აღზევებული პროვინციალი?
1. ხამივით ყველა თვითმფრინავის ბორტიდან სელფაობს,
2. ყველა გატლაკული თეფშის ფოტოს დებს
3. ყველას ეღრიჭება და ელორწყება, რომ “ჩვენიანია”-ს სტატუსი მოიპოვოს.
4. თავად ჯერ ლასი არ გაუმაგრებია, მაგრამ “ევროპებში” უნდა.
5. რადგან ელიტა ვერასდროს გახდება, ქმნის კვაზი ელიტის მაგვარ სექტას.
6. რუსულ კულტურას ებრძვის, ვითარცა ცხრათავიან გველეშაპს,სამაგიეროდ ტოლერანტულია ყველანაირი გაუკუღმართებული წარმონაქმნების მიერ. თავადაც გენდერში დაკარგულს თვალის ასახვევად ცოლი მოყავს (ოჯახი მაინც ხომ ღრმა სოფლიდანაა,ვერ გაუგებენ).
7. სადაც კრუასანი და მიდია ხეთქა, სამშობლოც იქაა.
8. ფულზე დედას გაყიდის
9. შეურაცხყოფას სველი გომბეშოსავით ისხლიტავს.
10. შუბლის ძარღვი არ ესინჯება.
მოკლედ, ტიპიური შარიკოვი.
ხო, ამ ბოლო ფრაზასაც ვერ გაიგებს,
ნურც გადაუთარგმნით….” - წერს ლალი მოროშკინა.