თეგებით ძიება

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგონა თბილისში გადაიყვანეს

დედოფლისწყაროში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში გადაიყვანეს. 

ექიმების ინფორმაციით, არასრულწლოვანს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს მიღებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ პაციენტი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

7 წლის გოგო იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც 18 მარტს, დედოფლისწყაროში, სველ გზაზე მოცურდა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევას 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა