თეგებით ძიება

სამეგრელოში 70 წლის ქალმა, სახლში შეჭრილი ნიღბიანი მამაკაცი სცემა, რომელმაც გაუპატიურება დაუპირა

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 30 წლამდე ნიღბიანი მამაკაცი, 70 წლის მარტოხელა ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. „სფეისნიუსის“ ინფორმაციით, მამაკაცმა ქალბატონის მიმართ, სექსუალური სახის ძალადობა სცადა, რა დროსაც -  ქალმა, ნიღბის მოხსნა მოახერხა და თავდამსხმელში მეზობელი ამოიცნო. 

როგორც, “სფეისნიუსის” კორესპონდენტი სამეგრელოდან გვიყვება, ქალმა თავის დაცვა შეძლო, თავდამსხმელი მოიგერია და სცემა,რის შემდეგაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. 

არსებული ინფორმაციით, ის დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.   მამაკაცი გაუპატიურების მცდელობის მუხლით არის დაკავებული. 

წყარო: სფეისნიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა