თეგებით ძიება

მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი მანქანა საქართველოში დამზადდა

საქართველოში ჩაის გავრცელების რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი გვეუბნება, რომ ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ ერეკლე მეორეს „სამოვარი” და ჩაის სერვიზი აჩუქა, ამ პერიოდიდან ქართველებმა უკვე ისწავლეს ჩაის გემოო, თუმცა ოფიციალურ თარიღად მაინც მე-19 საუკუნე ითვლება. გურიის სამთავროს უკანასკნელმა მთავარმა, მამია V გურიელმა თავის ბაღში ჩაის ბუჩქები დარგო. 

დასავლეთ საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, სუბტროპიკული კლიმატია. ის ძალიან მოუხდა ამ მცენარეს, რომ კარგად აყვავებულიყო და ნაყოფიერი გამხდარიყო, ამიტომ გურიის შემდეგ მალევე ჩაის ბუჩქები მთელ დასავლეთ საქართველოში გამოჩნდა. 

რაც შეეხება მსოფლიოში პირველ ჩაის საკრეფ მანქანას, ის საქართველოში დამზადდა 1963 წელს. ჩსნ-1, 6/1, 3 А “საქართველო"".ჩაის საკრეფი მანქანა კრეფდა როგორც სწორ ველზე, აგრეთვე 8% დახრილ ფერდობებზეც.1 ჰექტარზე მანქანას დაახლოებით 2 ტონა ჩაის მოსავალს იღებდა.ჩაის ბუჩქის კრეჭის სიმაღლე 0, 6-0.8 მეტრი იყო. ჩსნ-1, 6 „საქართველო“-ს სერიული გამოშვება 1963 წლიდან დაიწყო, მის ავტორს კი 1967 წელს ლენინური პრემია მიენიჭა.

ამ დროისთვის არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ მთელი მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობაში ქართული ჩაის საკრეფი მანქანის ანალოგი არ არსებობდა. მან ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჩაის პლანტაციების ფოთლების კრეფაში მძიმე შრომა შეუმსუბუქა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა