თეგებით ძიება

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც 16 წლის გოგოს მუქარით აიძულა ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვანს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში” მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთან გადაგზავნა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ კომპიუტერული პროგრამა „ფოტოშოპის“ მეშვეობით მისი ცეკვის ვიდეოს დაამონტაჟებდა ისე, რომ შექმნილ ფოტოებზე დაზარალებული გამოსახული იქნებოდა შიშველ მდგომარეობაში, რასაც შემდგომში გაუვრცელებდა მის მშობლებთან. მუქარის შედეგად, იმავე დღეს, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი ბინის სააბაზანო ოთახში გადაიღო ინტიმური შინაარსის ვიდეო, რომელიც „მესენჯერის“ საშუალებით ბრალდებულს გაუგზავნა.

ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაგზავნის შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებულს სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელება, შემდეგ ვიდეოზე გადაღება და გადაგზავნაც მოსთხოვა, ხოლო უარის შემთხვევაში, უკანონოდ მოპოვებული ზემოთ მითითებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერის მშობლებთან და ნათესავებთან გავრცელებით დაემუქრა. მუქარისა და იძულების შედეგად, შეშინებულმა დაზარალებულმა არასრულწლოვანმა სექსუალური ქმედების ამსახველი ვიდეო ჩაწერა და ბრალდებულს გადაუგზავნა.

დაზარალებულის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვით, საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში წარმართა. პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა არასრულწლოვანი გოგოს ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული.

დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვანს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე წარედგინა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა