თეგებით ძიება

„ამაზე დიდ მოტივაციას ვერავინ მისცემდა, სასწაული მოახდინე“ - რას წერს დათი ქოქრაშვილის დედა

„ამაზე დიდ მოტივაციას ვერავინ მისცემდა, სასწაული მოახდინე“ - რას წერს დათი ქოქრაშვილის დედა თემო დადიანზე

პარაწოლჭიმში საქართველოს ნაკრების წევრმა თემო დადიანმა შარტავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი და მისი ოჯახის წევრები მოინახულა. 

დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა, რომელიც შვილის ყოველდღიურ ამბებს საზოგადოებას „ინსტაგრამზე“ უზიარებს, მათი შეხვედრის დეტალებზე ემოციური პოსტი დაწერა.

„მე თემოზე ძლიერი ადამიანი არ მეგულება დედამიწაზე, როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. ამაზე დიდ მოტივაციას დათის ვერ მისცემს ვერავინ.

საოცარი ენერგიის, დისციპლინის და შრომისმოყვარეობის მაგალითი ხარ თემო, შენი ულამაზესი ოჯახით სასწაული შთაბეჭდილება მოახდინე ჩვენზე და ძალიან მინდა, რომ დათის დიდი მეგობარი იყო.

ღმერთს ვთხოვ 1% მაინც გადმოასხას შენი წყალი“, - წერს დათის დედა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა