ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ისლანდიაში, ვულკანის მორიგი ამოფრქვევის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის შესახებ BBC-ი წერს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მიზნით, დასახლებული პუნქტიდან და ტურისტული კურორტიდან ხალხი გაიყვანა. დეკემბრის შემდეგ, ეს ვულკანის მეოთხე ამოფრქვევაა.