თეგებით ძიება

„14 ოჯახი გაყვანილია ქირით, რასაც ისნის რაიონის გამგეობა აფინანსებს“ - ახალი დეტალები ავლაბრიდან, სადაც ავარიული შენობის ნაწილი ჩამოინგრა

ისნის რაიონში, მეტეხის ქუჩის N14-ში, ავარიული შენობის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი პირი ამოიყვანეს.

თბილისის მერიის ცნობით, სახლში, მისი ავარიულობიდან გამომდინარე, მობინადრეები არ ცხოვრობდნენ, ხოლო პერიმეტრი შემოსაზღვრული იყო დამცავი ღობით.

„აქ მცხოვრები 14 ოჯახი გაყვანილია ქირით, რასაც ისნის რაიონის გამგეობა აფინანსებს. აღნიშნული შენობა-ნაგებობა მონაწილეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში, რომლის ფარგლებში იგეგმება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. რაც შეეხება დაშავებულ მოქალაქეს, არ არის ადგილობრივი მცხოვრები და ტერიტორიაზე მისი ყოფნის მიზანი ჩვენთვის უცნობია“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა