თეგებით ძიება

როგორ სახლებში ცხოვრობდნენ სსრკ-ს პირველი პირები - ფოტოები

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია ყოველთვის მოკრძალებას და პატიოსან შრომას ასხამდა ხოტბას, უარყოფდა ფუფუნებას და მის გამოვლინებებს, თუმცა, თუ გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობდა თავად პარტიული ელიტა, ეს ფოტოები უნდა ნახოთ:

ლენინის ბინა კრემლში

პეტროგრადიდან მოსკოვში გადასვლის შემდეგ, ლენინი, მეუღლესთან ერთად ოროთახიან ბინაში დასახლდა, მოსკოვის კრემლის საკავალერიო კორპუსში. სასადილო ოთახს წყვილი კომუნისტური პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ლეონ ტროცკის ოჯახს უზიარებდა, რომელიც მეზობელ სამ ოთახში ცხოვრობდა.

1918 წლის აპრილში ლენინი ოჯახთან და კატასთან ერთად 300-მეტრიან ბინაში გადაბარგდა, სენატის ახლანდელ საპრეზიდენტო შენობაში. საბჭოთა პარტიის ლიდერმა თავისი ცხოვრების ხუთი წელი იქ გაატარა.

ბინა ოთხი საცხოვრებელი ოთახისგან შედგებოდა: სამზარეულო, სასტუმრო ოთახი, ბიბლიოთეკა, მისაღები ოთახი, სხდომათა დარბაზი, საიდანაც გრძელი დერეფანი პირდაპირ ლენინის კაბინეტში შედიოდა. ბინას ორი ლიფტი ჰქონდა: ერთი ბინაზე თავდასხმის შემდეგ დაამონტაჟეს, მეორე კი სახლის სახურავზე ადიოდა, სადაც დასასვენებელი ტერასა და სასეირნო ზონა გაკეთდა.

ლავრენტი ბერიას სახლი

1930 წლის ბოლოს სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისარი ოჯახთან ერთად მალაია ნიკიცკაიაზე მდებარე სასახლეში, ცხოვრობდა. მოსკოვის ცენტრში მდებარე ეს მდიდრული სახლი ცნობილი იყო, როგორც "ცუდი ადგილი". ფაქტია, რომ იქ მაცხოვრებელი ყველა ადამიანის სიცოცხლე სავალალოდ წარიმართა, ყველა ნაადრევად დაიღუპა სხვადასხვა მიზეზის გამო.

არსებობს ლეგენდები ბერიას ამ სასახლეში მოღვაწობის შესახებ. გამოძიების მასალების მიხედვით, ცნობილი პარტიის ლიდერი იქ ველური ცხოვრების წესით ცხოვრობდა. იქ პერიოდულად მიჰყავდათ გოგონები და ქალები, მათი თანხმობის გარეშე. 1953 წელს ლავრენტი ბერიას ღალატში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასჯეს. ახლა ამ სახლში ტუნისის საელჩო მდებარეობს.

ლეონიდ ბრეჟნევის სახლი

1952 წელს ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ბინა მოსკოვის ერთ-ერთ ელიტარულ რაიონში მიიღო. საცხოვრებელი ფართი ძალიან დიდი იყო, მაღალი ჭერითა და მორთული დეკორაციებით, დერეფნებს კი მოჩუქურთმებული დეკორატიული სვეტები ამშვენებდა.

სამზარეულო ღია ფერებში იყო და ერწყმოდა სასადილო ოთახს. საძინებელი, მისაღებისა და დერეფნებისგან განსხვავებით, საკმაოდ სადა იყო: ხის საწოლი, გარდერობი, რამდენიმე ტუმბო, ტელევიზორი სკამზე. გენერალური მდივნის კაბინეტიც უბრალო იყო, მასში განთავსებული იყო მხოლოდ ხის მაგიდა და ბრეჟნევის პირადი ბიბლიოთეკა.

წყარო: shin.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა