თეგებით ძიება

ნივთები, რომლებიც უიღბლობას იზიდავს - სასწრაფოდ მოიშორეთ სახლიდან

ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ გაქვთ დღეები, როდესაც ყველაფერი ხელიდან გივარდებათ და არ ხართ ხასიათზე, რომ გააკეთოთ თუნდაც ყველაზე წვრილმანი საქმეები? დააკვირდით თქვენს ირგვლივ არსებულ ინტერიერის დეტალებს; შესაძლოა, თქვენი სახლი სავსეა "ენერგეტიკული ვამპირებით"!

ხელოვნური ყვავილები

სახლში ხელოვნური ყვავილები ხომ არ გაქვთ, რომლებიც ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება? თუ ასეა, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბოლო დროს უენერგიო და მოწყენილი ხართ.

გასაგებია, რომ ამ ნივთს, ცოცხლისგან განსხვავებით, არანაირ მოვლა არ სჭირდება, თუმცა, გარწმუნებთ, მტვრის ბუდეა, გარდა ამისა, უსულო ფოთლები უამრავ ნეგატიურ ენერგიას აგროვებს და ავრცელებს თქვენს სახლში.

კაქტუსი

კაქტუსი სახლში ალბათ ბევრს გაქვთ და გგონიათ, რომ ის თავისთვის მშვიდად არსებობს და ხელს არ გიშლით არაფერში, არადა, მის წვეტიან ეკლებში ბევრი ნეგატივი შეიძლება იმალებოდეს. ამბობენ, ადამიანები, ვისაც სახლში კაქტუსი აქვთ, ბევრად ცივები და უხეშები ხდებიანო.

სარწეველა სავარძელი

არც ერთი შეხედვით აბსოლუტურად უვნებელი სარწეველა სავარძლის ადგილია თქვენს სახლში. ირლანდიური თქმულების თანახმად, ასეთი საქანელა სავარძლები ავ სულებს იზიდავს და სახლში მარტოობა და წარუმატებლობა მოაქვს.

თუ გაქვთ ასეთი სავარძელი და ვერ ელევით იმიტომ, რომ საყვარელი ბებია-ბაბუის ნაქონია, გირჩევთ ხშირად გამოიყენოთ, რათა უფუნქციოდ არ იდგეს.

გაფუჭებული საათი

გაფუჭებული საათი სახლში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააჩეროთ, ან სასწრაფოდ უნდა შეაკეთოთ ან დაუფიქრებლად გადააგდოთ, საათის გაჩერებული ისრები თითქოს თქვენს ცხოვრებასაც აჩერებს.

ძველი კედლის კალენდარი

კარგად დაათვალიერეთ, სახლში სადმე ძველი კედლის კალენდარი ხომ არ გაქვთ? თუ გაქვთ, გირჩევთ სასწრაფოდ გადააგდოთ. ეს ნივთი გაკავებთ წარსულში და არ გაძლევთ ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებას.

წყარო: shin.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა