თეგებით ძიება

უახლოეს მომავალში იგეგმება ქართული მხარისთვის ორი შვეულმფრენის გადმოცემა - გომელაური

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, Airbus Helicopters-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, შვეულმფრენების ჩაბარების ვადები შემცირდა და სამინისტროს უკვე გადმოეცა პირველი ბორტი, ხოლო, შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ეს არის მრავალფუნქციური შვეულმფრენი, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება.

"ის სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. ახალი შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა