თეგებით ძიება

აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 197 ოჯახს დაეხმარება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 197 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. აქედან 38 ოჯახი ხანძრის, ხოლო 159 ოჯახი სტიქიის შედეგად დაზარალდა.

სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების და ადგილმონაცვლეობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 1 591 371 ლარი გამოეყოფათ.

„შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე წარმოდგენილი იყო რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის წევრებმა 196-ვე საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს. რეკომენდაცია დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება “, - განაცხადა მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გასულს წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყო 4 676 395 ლარი, ფინანსური დახმარება გაეწია 520 ოჯახს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა