თეგებით ძიება

"ქართული ოცნება თვითონ იგონებს მტერს და მერე მას წარმატებით ამარცხებს" - გია ნოდია

 პოლიტოლოგი გია ნოდია თავის ფეისბუქ გვერდზე წერს:

ქართული ოცნება დასპეციალდა ფანტომებთან ბრძოლაზე. მაგალითად, ის ორი წელია ებრძვის „ომის პარტიას“, რომელიც არ არსებობს. არც „ლგბტ პროპაგანდა“ არსებობს. ის თვითონ იგონებს მტერს და მერე მას წარმატებით ამარცხებს. 

პრობლემა ისაა, რომ ეს პოლიტიკა ნაწილობრივ მაინც წარმატებულია. რაციონალურად ის ადვილი დასამარცხებელია, მაგრამ ოცნების პიარი ინსტინქტების დონეზე მუშაობს. შიში ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტინქტია; ჩვენ სახიფათო ზონაში ვართ, სადაც რუსეთის კიდევ ერთ შეტევას ჩვენს ქვეყანაზე ვერ გამოვრიცხავთ. ამიტომ გზავნილი: „ვიღაცეებს ჩვენი ომში ჩათრევა უნდათ და ჩვენ ამის საშუალებას არ ვაძლევთ“ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არც ერთი არგუმენტი აქვს იმის დასასაბუთებლად, რომ „ვიღაცეები“ (იგულისხმება - დასავლეთი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება) მართლაც ამას ცდილობენ. 

ასევე, ტრადიციული წარმოდგენები ოჯახზე და სექსზე მუდმივად იცვლება და ამ მხრივ საქართველო გარე სამყაროს გავლენას ნამდვილად განიცდის. ეს ფაქტი ბევრ ადამიანს აშფოთებს, სხვადასხვა მიზეზით. ხელისუფლება ვერ მოიყვანს „ლგბტ პროპაგანდის“ ფაქტებს, რომელსაც ხსენებული „ვიღაცეები“ეწევიან; მაგრამ არ გამოვრიცხავ, მან ამ ფანტომური ბრძოლიდან პოლიტიკური სარგებელი მაინც მიიღოს. იმედი მაქვს, არც მაინდამაინც დიდი.   


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა