ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა - კაცი კლინიკაში გადაიყვანეს
ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა TV25 ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დასაქმებული ფასადის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მას ჭრილობა თავის არეში აღენიშნება.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყებები. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები სამშენებლო ობიექტზე.