თეგებით ძიება

პლენარულ სხდომაზე, სადაც შს მინისტრს უსმენენ, უმრავლესობის დეპუტატები რომან გოცირიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატის რომან გოცირიძეს, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიმართ დასმული კითხვის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ და მას „მოღალატე“,“აგენტი“ და „კაცმაცუნა“ უწოდეს.

კონკრეტულად, პლენარულ სხდომაზე გოცირიძე კატარიდან საფრენი აპარატების შემოტანის საკითხით დაინტერესდა და მინისტრს კითხვით მიმართა - რა ტიპის საფრენი აპარატებია შემოსული და აქვე გამოთქვა ეჭვი, ხომ არ ხდება რუსეთში საქართველოს გზით სანქცირებული პროდუქციის შეტანა.

უმრავლესობის გაღიზიანება გოცირიძის აღნიშნულ კითხვას მოჰყვა და სწორედ ამის გამო მას მოღალატე უწოდეს.

„დაანებეთ ამ ქვეყანას თავი. ქვეყნის მტრობას შეეშვი!“ - მიმართა გოცირიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, კი აღნიშნეს, სწორედ ამიტომ არის საჭირო „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის გამოძიება.

„საზღვარი აქვს ყველაფერს. ხმა ჩაიგდე შე, მოღალატე! თქვი, რომ ხარ აგენტი!“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გოცირიძის მისამართით.

უმრავლესობის წევრებმა გოცირიძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა