თეგებით ძიება
20. 03. 2024 მსოფლიო

მაიამის ზოოპარკში ჟირაფმა კისერი მოიტეხა და მოკვდა

აშშ-ში, მაიამის ზოოპარკში პატარა ჟირაფი მოკვდა. ამის შესახებ AP წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ჟირაფი სულ რამდენიმე თვის იყო - ის გასული წლის 15 დეკემბერს დაიბადა. ცხოველის გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ მას კისერი ჰქონდა მოტეხილი. ზოოპარკის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ჟირაფმა ტრავმა ღამე მიიღო და არავინ იცის რა მოხდა ზუსტად, თუმცა ვარაუდობენ, რომ ცხოველს რაღაცის შეეშინდა და ღობეს შეეჯახა, რამაც სასიკვდილო ტრავმა გამოიწვია.

მაიამის ზოოპარკის თანამშრომლები ახლა სხვა ჟირაფების მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან, თუმცა ამ ეტაპზე მათ ქცევაში რაიმე გადახრა არ დაფიქსირებულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა