თეგებით ძიება
20. 03. 2024 მსოფლიო

ბრიტანეთში 85 წლის სააღდგომო კვერცხი აუქციონზე გაიყიდა

ბრიტანეთში 85 წლის სააღდგომო შოკოლადის კვერცხი Hansons-ის აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვერცხი 1939 წელს სიბილ კუკს უყიდეს, რომელიც უელსში, ქალაქ ნიტში ცხოვრობდა. ბიძამ, რომელიც ფიქრობდა, რომ მეორე მსოფლიო ომის გამო ქვეყანაში შოკოლადის დეფიციტი იქნებოდა, 9 წლის გოგოს ურჩია ტრადიციული სააღდგომო ტკბილეული რამდენიმე კვირაზე გადაენაწილებინა.

თუმცა სიბილს კვერცხი საერთოდ არ გაუხსნია და მას ორიგინალურ შეფუთვაში სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა. ქალი 2021 წელს, 91 წლისა გარდაიცვალა. კვერცხის გაყიდვა მისმა შვილებმა გადაწყვიტეს.

ლოტი მხოლოდ 200 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, თუმცა სპეციალისტები მის სავარაუდო ფასად 300-500 გირვანქას ასახელებდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა