თეგებით ძიება
20. 03. 2024 მსოფლიო

ევროკომისია გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის გეგმას წარადგენს

ევროკავშირი ოთხშაბათს განაცხადებს, რომ დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ნაწილი, რომელიც გაყინული აქტივებიდან უნდა მიიღონ, ასევე არასამხედრო დახმარებაზეც დაიხარჯება, ნათქვამია POLITICO-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში.

მოსალოდნელია, რომ 10% დაიხარჯება ქვეყნის აღდგენაზე, ხოლო დანარჩენი 90% გამოიყოფა იარაღის შესაძენად.

კომისიის წინადადების შემდეგ, საკითხს ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ სამიტზე განიხილავენ. ევროპული ქვეყნების ლიდერები ეძებენ გზებს უკრაინის შემცირებული სამხედრო მარაგების შესავსებად.

 ტექსტში ასევე ნახსენებია თანხების გამოყენება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მოდერნიზაციისთვის.

ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, შიშობენ, რომ იარაღის ყიდვა ხელს შეუწყობს ესკალაციას უკრაინაში, ხოლო სხვებს - მალტისა და ირლანდიის ჩათვლით - არ აქვთ უფლება იყიდონ ლეტალური იარაღი ნეიტრალიტეტის გამო.

კომისიის წინადადება მოიცავს მხოლოდ 2024 წლის 15 თებერვლის შემდეგ მიღებულ შემოსავალს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა