თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობ, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად - ვახტანგ გომელაური
გომელაურის თქმით, სამინისტროს არ აქვს იმის საშუალება, რომ ექსპერტიზა ჩაატაროს, გამოკითხოს მოწმეები, რადგან გინტურის მკვლელობა მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
„რა თქმა უნდა საოკუპაციო ხაზთან პრობლემები არის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, ასევე, იყო საუბარი გამოძიებაზე, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად, ამაზე ვმუშაობთ, რთულია. მე ავხსენი კიდეც, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ექსპერტიზა ჩავატაროთ, ხალხი დავკითხოთ, მონაწილე ადამიანები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კონტროლი ვერ ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტები არიან და საიდანაც მოხდა ამ ადამიანის დაკავება და შემდეგ, სასტიკი მკვლელობა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.