თეგებით ძიება
20. 03. 2024 მსოფლიო

ყირგიზეთში მცხოვრებმა კაცმა თავისი სახლის სარდაფიდან უზბეკეთამდე გვირაბი გათხარა (ვიდეო)

ყირგიზეთის მცხოვრებმა საკუთარ სახლში უზბეკეთისკენ მიმავალი 130 მეტრიანი გვირაბი გათხარა. ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, მარშრუტი გამოიყენებოდა სხვადასხვა საქონლის კონტრაბანდისთვის, ასევე ადამიანების უკანონო გადაზიდვისთვის.

„გვირაბის შესასვლელი ყირგიზეთის მხრიდან იპოვეს სუზაკის რაიონის სოფელ ბექ-აბადის მკვიდრის სახლში, საზღვრიდან 50 მეტრში, სიღრმე 15 მეტრი, საერთო სიგრძე 130 მეტრი, სიმაღლე არის 1,7 მეტრი“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

კონტრაბანდის არხის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი უშიშროების ძალებმა სახლის მეპატრონე, 1986 წელს დაბადებული დააკავეს. ახლა სამართალდამცველები გვირაბის ექსპლუატაციაში მონაწილე ყველა ადამიანს და ასევე, საზღვრის უკანონოდ გადამკვეთი პირების იდენტიფიკაციას ახდენენ.

წყარო: პრაიმტაიმი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა