თეგებით ძიება

რა ბედნიერებაა! მილიონობით პაციენტის იმედი! კომპანია Biontech-ი მომდევნო ორ წელიწადში ბაზარზე კიბოს წამალს გამოიტანს - მიხეილ ხაჩიძე

ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

„რა ბედნიერებაა! მილიონობით პაციენტის იმედი! იარაღი კიბოს წინააღმდეგ!

კორონას ვაქცინის გამომგონებელი, გერმანული კომპანია Biontech-ი მომდევნო ორ წელიწადში ბაზარზე კიბოს წამალს გამოიტანს. ამის შესახებ, ოთხშაბათს კომპანიის უფროსმა უგურ შაჰინმა განაცხადა.

პირველი წამლის გამოსვლა იგეგმება 2026 წელს და მაინცელები მიზნად ისახავენ 2030 წლისთვის ათი სხვა წამლის დამტკიცებაზე ნებართვა მიიღონ.

”ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ პაციენტების მკურნალობის ხარისხი მთელ მსოფლიოში.”-ამბობს შაჰინი.

► არსებული ინფორმაციით, კომპანია შედარებით დაწინაურებულია ძუძუს კიბოს, პანკრეასისა და ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების თერაპიებში„ - წერს მიხეილ ხაჩიძე.

ცნობისთვის, 2023 წელს გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია BioNTech-მა განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტის შემუშავებაში. BioNTech-ისა და ამერიკული OncoC4-ის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიებმა მიიღეს დამაიმედებელი ნიშნები კანდიდატ-მედიკამენტის გამოცდის მორიგი ფაზის შედეგად.

კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ ანტისხეულების კანდიდატმა შეამცირა სიმსივნე კვლევის მონაწილეთა 30%-ში.

ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც გოტისტობარტის სახელწოდებითაა ცნობილი, ფილტვის მეტსატზაზური, არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნის მქონე პაციენტებზე გამოსცადეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა