პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს 300 000 პრეზერვატივს დაურიგებენ
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები 300 ათას პრეზერვატივს დაარიგებენ. ამის შესახებ ოლიმპიური სოფლის დირექტორმა ლორან მიშომ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მიშომ აღნიშნა, რომ კონტრაცეფციის საშუალებებს 14 ათასზე მეტი სპორტსმენი და მწვრთნელი მიიღებს, რომლებიც ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებენ. ამასთან, მან დააზუსტა, რომ ოლიმპიურ სოფელში საწოლების კარკასები მუყაოსგან იქნება დამზადებული, თუმცა 250 კილოგრამამდე წონას გაუძლებს.
პირველად ოლიმპიურ თამაშებზე პრეზერვატივები 1988 წელს, სეულში, შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაარიგეს. პრეზერვატივების რეკორდული რაოდენობა კი 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე დარიგდა. მაშინ ოლიმპიადის მონაწილეებმა თითქმის 450 ათასი პრეზერვატივი მიიღეს.
ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისს დაიწყება.