ავარია ბორჯომში - დაიღუპა ტრაილერის მძღოლი
ბორჯომის სოფელ კორტანეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ტრაილერი მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ცნობით, სატვირთო მანქანა მტკვარში გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.