თეგებით ძიება
21. 03. 2024 მსოფლიო

ბრიუსელსი დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ლიდერები ევროპის თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრებენ, მთავარი თემა კი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას, მიგრაციასა და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ პრობლემებს.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამ დრომდე, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, 138 მილიარდი ევროს მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.

როგორც ცნობილია, სამიტზე ასევე განხილული იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, უფრო კონკრეტულად კი საუბარი შეეხება უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა