24 სხვადასხვა ხაზზე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 23 მარტიდან ეტაპობრივად, 2 კვირის განმავლობაში 24 სხვადასხვა ხაზზე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება. კალაძე ამბობს, რომ ეს ის ავტობუსები იქნება, რომლებიც 18-მეტრიანების შემოყვანის შემდეგ გამოთავისუფლდა.
"გაცნობებთ, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის შედეგად გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები 24 სხვადასხვა მარშრუტს დაემატება - იმისთვის, რომ ტრანსპორტის მოლოდინის დრო შემცირდეს და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა გახდეს შესაძლებელი. ეს პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და 4 კვირა გაგრძელდება.
პირველ ეტაპზე, ეს 12-მეტრიანი ავტობუსები 7 მარშრუტზე განაწილდება: ესენია N293, N387, N393, N305, N319, N321 და N336 ავტობუსები". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
კალაძის თქმით, 12-მეტრიანი ავტობუსების დამატების შემდეგ, სხვადასხვა ხაზზე ტრანსპორტის ლოდინის დრო 7-დან 15 წუთამდე შემცირდება.