Neuralink-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც სრულიად პარალიზებული ადამიანი, ტვინში განთავსებული ჩიპის მეშვეობით, გონებით მართავს კურსორს და ჭადრაკს თამაშობს
Neuralink-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც პარალიზებული ადამიანი საკუთარი გონებით მართავს კურსორს და ჭადრაკს თამაშობს. ეს არის Neuralink-ის პირველი ადამიანი-პაციენტი, რომელმაც ეს შეძლო. აქამდე ცდები ჩატარდა ცხოველებზე.
“გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლებელია ტვინის ქერქში წარმოქმნილი სიგნალების შუნტირება ხერხემლის დაზიანებულ ზონაზე, რათა ადამიანებს ხელახლა სიარული და ხელების ნორმალურად გამოყენება შეეძლოთ.“ - წერს Neuralink-ი X-ზე.
კომპანია დიდი ხანია, ადამიანის თავში ჩიპის განთავსებით, სხვადასხვა დარღვევის მქონე ადამიანების დახმარებაზე მუშაობს.
https://t.co/OMIeGGjYtG — Neuralink (@neuralink) March 20, 2024