პრეზიდენტი ილია თოფურიას ღირსების ორდენით დააჯილდოებს
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 19:00 საათზე, ილია თოფურიას ღირსების ორდენით დააჯილდოებს
"როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება.
საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება.
პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია" - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში