საზონოვი და მექვაბიშვილი განაცხადს მიღმა - რა შემადგენლობით ითამაშებს საქართველო ლუქსემბურგის წინააღმდეგ?
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 21:00 საათზე ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს. UEFA-ს ოფიციალური საიტზე იმ ფეხბურთელთა 23-კაციანი სია გამოქვეყნდა, რომელიც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადში დატოვა.
როგორც ირკვევა, საბოლოო სიაში ვერ მოხვდნენ ტორინოს მცველი საბა საზონოვი და რუმინული კრაიაოვას ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი. ამას გარდა, როგორც ცნობილია, თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოაკლდება „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია.
განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები:
გიორგი ლორია
გიორგი მამარდაშვილი
ლუკა გუგეშაშვილი
მცველები:
ოთარ კაკაბაძე
ლაშა დვალი
გურამ კაშია
სოლომონ კვერკველია
გიორგი გოჩოლეიშვილი
ლუკა ლოჩოშვილი
გიორგი გველესიანი
ნახევარმცველები:
გიორგი ქოჩორაშვილი
სანდრო ალთუნაშვილი
ზურიკო დავითაშვილი
გიორგი ჩაკვეტაძე
ნიკა კვეკვესკირი
ოთარ კიტეიშვილი
ვლადიმერ მამუჩაშვილი
ლევან შენგელია
ჯაბა კანკავა
გიორგი წიტაიშვილი
თავდამსხმელები:
ბუდუ ზივზივაძე
გიორგი ქვილითაია
გიორგი მიქაუტაძე
ხოლო ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.