თეგებით ძიება

მკითხავს, რომელმაც კლიენტს ჯადოს მოხსნის მოტივით 17 500 დოლარი გამოსძალა, 5-წლიანი სასჯელი შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებულ ზოია ლუპაშენკოს 5-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს ბრალდებულის ადვოკატმა აცნობა.

ლუპაშენკოს ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა და რეალურად, საუბარია ორ პირს შორის ნებაყოფლობით გარიგებაზე.

სამართალდამცველებმა მკითხავის სახელით ცნობილი ზოია ლუპაშენკო გასულ წელს ალექსეევკის დასახლებაში დააკავეს.

საქმეში დაზარალებული შუახნის ქალია, რომელიც ამტკიცებს, რომ მკითხავმა თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა.

დაზარალებულმა ჯადოს მოხსნის მოტივით მკითხავს 12 500 დოლარი და ოქროს სამკაულები გადასცა, რომელიც მისი თქმით, შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ მკითხავს უკან უნდა დაებრუნებინა. ზიანი ჯამში 17 500 დოლარს შეადგენდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა