უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა ისევ შემცირდა
უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა ისევ შემცირდა. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-თებერვალში უბილეთო მგზავრებზე 547,100 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 569,773 ლარის.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დარღვევისთვის გამოწერლი ჯარიმები, 2023 წლის იანვართან შედარებით, წელს იანვარშიც 257,536 ლარიდან 165,416 ლარამდე იყო შემცირებული.
თუმცა, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 61,008 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 52,637 მლნ ლარი.