ოკუპანტები ხურვალეთთან სავარაუდოდ ახალ საგუშაგოს აშენებენ
რუსი ოკუპანტების მობილიზება საოკუპაციო ხაზთან - შეიარაღებული ფორმიანები სოფელ ხურვალეთში გამოჩნდნენ. ადგილობრივები იტყობინებიან, რომ ოკუპანტები ადგილზე სატვირთო მანქანით მივიდნენ და უკანონო სამუშაოებს ახორციელებენ.
"ვიმყოფებით ხურვალეთში და როგორც ლუდა სალიამ შეგვატყობინა და ეს დადასტურებულია, რუსი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ ხურვალეთის თავზე. მიმდინარეობს სამშენებლო სამუშოები. ახალი საგუშაგო კეთდება ძველის გვერდზე კონსტრუქციის მშენებლობის პროცესი ფიქსირდება..." ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა, რომელმაც სოფელში შესვლა დაახლოებით საათნახევრის წინ მოახერხა.
ადგილზე არსებულ ვითარებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გაეცნენ. მათ ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ოკუპანტების გააქტიურებაზე დუმს.