აშშ-მა ჰაიტიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰაიტიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. კარიბის აუზში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფოში, შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ.
შეიარაღებული ბანდების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ქვეყანაში სისხლიანი არეულობა, ქაოსი და ანარქიაა.
ჰაიტიდან ევაკუაციის მოთხოვნით, ამერიკის საელჩოს 1600-მა ადამიანმა მიმართა, მათ ვერტმფრენებით დომინიკის რესპუბლიკაში გადაიყვანენ. ჰაიტიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს კანადაც.