თეგებით ძიება
21. 03. 2024 მსოფლიო

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - დაიღუპა 3 ადამიანი

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაიღუპა 3 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ ყანდაარში, ბანკის წინ აიფეთქა, რის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

ყანდაარის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებას ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ, რომლებიც ბანკის წინ ფულის გამოსატანად იყვნენ შეკრებილნი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა