ავღანეთში აფეთქებას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის სამხრეთით, ქალაქ ყანდაჰარში აფეთქების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ BBC-ის რეგიონული საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა.
თალიბანის განცხადებით, თვითმკვლელმა პირმა თავი ქალაქის ცენტრში მდებარე ბანკში აიფეთქა. ცხედრები და დაშავებულები მირვეისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.