თეგებით ძიება
21. 03. 2024 მსოფლიო

"უკრაინამ უკვე გაატარა საჭირო რეფორმები ახლა ჩვენი ჯერია" - გიტანას ნაუსედა

"უკრაინამ უკვე გაატარა საჭირო რეფორმები ექსტრაორდინალურ მოცემულობასა და პირობებში. ახლა ჩვენი ჯერია", - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ბრიუსელში საუბრობს, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები არიან შეკრებილები, სადაც ისინი ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაზე, უკრაინის მხარდაჭერასა და სანქცირებული რუსული აქტივების კონფისკაციაზე მსჯელობენ. 

"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ახალი გზები ვეძიოთ. მე უკვე ვესაუბრე ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ამ საკითხზე და ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფინანსურ დახმარებაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც აქ იმყოფებოდა, რამდენჯერმე გაუსვა ხაზი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას. ჩემთვის დღეს მნიშვნელოვანია, დავინახო, რომ ევროპული ინსტიტუტები მზად არიან მოლაპარაკებების დაწყებისთვის და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ამ წლის ივნისში მოხდეს. უკრაინამ უკვე გაატარა საჭირო რეფორმები ექსტრაორდინალურ მოცემულობასა და პირობებში. ახლა ჩვენი ჯერია", - ამბობს ნაუსედა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა