106 წლის ამერიკელმა ქალმა ოცნება აისრულა და დაბადების დღე დისნეილენდში აღნიშნა
106 წლის ამერიკელმა ქალმა დაბადების დღე დისნეილენდში აღნიშნა - ამის შესახებ People წერს.
აშშ-ის ფლორიდის შტატის ერთ-ერთმა უხუცესმა მცხოვრებმა მაგნოლია ჯექსონმა ოცნება აისრულა და 106 წლის იუბილეზე დისნეილენდს პირველად ეწვია. მაგნოლიას დისნეილენდის სამყარო ერთი წლის წინ შეუყვარდა, როდესაც ფეხბურთის თამაშს დაესწრო და შესვენებაზე მიკი მაუსის გამოსვლა ნახა.
როდესაც ქალის გატაცების შესახებ გაიგეს, „დისნელენდის“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მისთვის ნამდვილი დღესასწაული მოეწყოთ. გასართობ პარკში ქალს მიკი მაუსის ფორმის ბუშტებით გაფორმებული ატრაქციონი და დისნეის პერსონაჟებით გაფორმებული ტორტი დაახვედრეს. 106 წლის ქალბატონმა ოჯახის წევრებთან და პარკის ანიმატორებთან ერთად დრო შესანიშნავად გაატარა.