საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი ჰყავს
საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი ჰყავს. პარლამენტმა, 89-ხმით იმედა ნიკურაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო, რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრის, მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლეა.
სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, რითაც მან პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავა.